“როიტერსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.
სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ 77 წლის პელემ გონება დაკარგა და ის ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.