აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.
„ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც”, – აცხადებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი.