ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5-მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს შეადგენს.

ასევე ბახტაძემ აღნიშნა, რომ 100%-ით არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც – დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14.3%-ით აღემატება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 102%-იანი შესრულების მაჩვენებელს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება და დეტალები პარლამენტს გუშინ წარედგინა.

იტვირთბა....