ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ამ დრომდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრების გადასვენება იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე ბიუროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი თანხმობა არ იქნება.

„ექსპერტიზა დანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სანამ მომართვიანობა არ მოვა, რომ ცხედარს ჰყავს გამყვანი, მანამდე გადასვენება ვერ მოხდება“, – განაცხადეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

პანკისის ხეობაში განაცხადეს, რომ ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ, ვინაიდან „ბოლო პერიოდში ხეობაში მომხდარი ყველა უბედურება მის სახელს უკავშირდება“.

იტვირთბა....