ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისის ხეობისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.
როგორც პანკისელები ამბობენ, ისინი აღარ აპირებენ მოითხოვონ ცხედრის გადაცემა, თუმცა თუკი „ცხედარს მაინც გადასცემენ, მუსლიმური წესის შესაბამისად, მის დაკრძალვაზე უარს არ იტყვიან“.
ადგილობრივების პოზიციას იზიარებს უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეც.
“პანკისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩატაევის სახელს უკავშირდება და მე, როგორც თავმჯდომარეს, სურვილი არ მაქვს მოვითხოვო ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების აქ, ხეობაში დაკრძალვა. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ჩემი და უმრავლესობის პოზიცია“, – აღნიშნა ზაურ გუმაშვილმა.
ცნობისთვის, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, ხეობის სახელით თავდაპირველად ცხედრების გადაცემა მოითხოვა.