ბათუმში მეორე დღეა 23 წლის გოგონას ეძებენ. თეონა კალანდაძე ოჯახის წევრებმა ბოლოს გუშინ დილით ნახეს. ოჯახის ინფორმაციით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ოჯახის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ბინიდან გასვლა მაინც მოახერხა.
გოგონას სტაფილოსფერი ჟილეტი აცვია. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს გოგონას ამოცნობის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ.
ოჯახის წევრის საკონტაქტო ნომერი: 592 571 979