საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია News One-თან განაცხადა, რომ პოროშენკოს ხელისუფლება პროცესების მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა 22 იანვრიდან მას აღარ ჰქონდეს უკრაინაში ყოფნის არანაირი ლეგალური საბუთი.
„უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მე 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა მოცდა და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან მე უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს“, – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილის სასამართლო პროცესები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს.