ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI: უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ.

კითხვაზე, თქვენი აზრით, თანასწორად მიიჩნევენ თუ არა საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს, გამოკითხულთა 36 % ამბობს, რომ „დიახ“, 46% აცხადებს, რომ „არა“,18%-მა კი „არ იცის“.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

იტვირთბა....