საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლეგენდარული მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, ნოდარ ახალკაცი გარდაცვალების შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა . უმაღლესი ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ახალკაცის შვილს გადაეცა.
2 იანვარს, ნოდარ ახალკაცს 80 წელი შეუსრულდებოდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე ახალკაცის ოჯახის წევრები, ვეტერანი დინამოელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.
ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მარგველაშვილს ვეტერანი დინამოელების ხელმოწერით ბურთი და მცირე ზომის ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა, წარწერით – თომა მარგველაშვილი.