ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა

გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში ამოწმებდნენ მცხეთის ქუჩაზე მდებარე სახლს. ექსპერტ კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა ჭანტურიას საცხოვრებელი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

როგორც ცნობილია, ექსპერტ-კრიმინალისტებს არანაირი ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

ჩხრეკა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ოჯახის წევრების ინფორმაციით, მეზობლები ესწრებოდნენ.

„ჩატარდა ჩხრეკა, აბსოლუტურად არაფერი არ უნახავთ. ჩხრეკა ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა,“ – ამბობს გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი ვაზნების უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მისი მშობლების სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა ამოიღეს. ჭანტურიას ბრალი დილის 6 საათამდე უნდა წაუყენონ.

იტვირთბა....