ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუმსიშვილი: ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუმარტივდებათ.

ქუმსიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

ასევე 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაგეგმილია საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“, სადაც საქართველო “სტუმარი ქვეყნის” სტატუსითაა მიწვეული.

შანხაის გამოფენაზე ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გააცნონ. მათ შორის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, რომელიც 2018 წლიდან შევიდა ძალაში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ 150 000 ჩინელი და უცხოელი პროფესიონალი შემსყიდველები.

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფორუმზე გამოვიდა. გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება.

იტვირთბა....