სუს-მა “მეტრონომთან” დაადასტურა, რომ სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გადაწიეს. უწყების განცხადებით, 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესის რამოდენიმე ეპიზოდი დაფიქსირდა. კერძოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის აპრილის მიწურულს პირველად მოახდინეს ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე ბოძებისა და მავთულხლართების ინსტალაცია.
ანალოგიურ უკანონო ქმედებებს ასევე ადგილი ჰქონდა მაისის, აგვისტოს და დეკემბრის პერიოდშიც. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი დაფიქსირდა ზემოხსენებული უკანონო ინსტალაციების რელოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 100-150 მ. სიღრმეში.საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის ზემოხსენებული ფაქტები, უკანონო ქმედებებს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი დაფიქსირდა ზემოხსენებული უკანონო ინსტალაციების რელოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 100-150 მ. სიღრმეში.