აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს უსმენენ უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გლეხს, რომ სწავლა უყვარდეს, გლეხი არ იქნება. ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ის სხვა გზას მიაგნებდა.
“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”- მიმართა დეპუტატმა გელა ხანიშვილს.
დეპუტატის შეფასებას წინ ხანიშვილის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე გაკეთებული განცხადება უძღოდა წინ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი ფერმერიც არ აღმოჩნდა, რომელიც მათი ინსტრუქციის შესაბამისად გაასუფთავებდა ნაკვეთს და თხილს სათანადოდ დაამუშავებდა.
“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.
ადამიანები თავის თხილს თუ არ უვლიან ,70 %-ს თუ კარგავენ, ისინი იმ ფაროსანას 22 თხილს გაუფრთხილდებიან? გამოდის, რომ მასშტაბურად სხვა პრობლემა გამოიკვეთა თხილთან მიმართებაში და თუ გავყვებით სხვა კულტურის მიხედვით, იქაც სხვა პრობლემები გამოჩნდება. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩარეული მოსავლის მოყვანაში. რაღაცნაირად მივენდეთ საბაზრო ეკონომიკას, გავიწიეთ ბოლომდე და ვთვლით, რომ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. მე მგონია, არ არის სწორი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.