ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრი ,,ბასიანთან” პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კლუბ „ბასიანზე“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეაფასებს, რადგანაც ყველა ინსტიტუტი თავის საქმეს ასრულებს.

„მე არ შევაფასებდი სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები მუშაობენ და ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის ფუნქციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ყველა – შს სამინისტროს თანამშრომლები, ხელმძღვანელობა და ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს უკომპრომისო. ასე რომ, იმ საზოგადოების, სადაც პოლციელი არ და ვერ არის დაცული, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, – განაცხადა გახარიამ.

“ბასიანის” საქმეზე საპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულ  თამაზ ქვლივიძეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. მან  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვითაც ქრივიძეს  გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით  ჰქონდა შფარდებული გააუქმა. ბრალდების მხარეს განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა.

კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

 

იტვირთბა....