ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქვლივიძის ადვოკატი: “მოსამართლეზე ყველა მხრიდან ზეწოლა იყო, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც”

“მეტრონომი”: სასამართლოდან

კლუბ “ბასიანის” საქმეზე საპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.

ადვოკატი ამბობს, რომ კლუბის დაცვის წევრებმა  ბრალდებულს შეურაცხყოფა აქეთ მიაყენეს და ამას მისი მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ასევე, ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას და მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, ის ამბობს რომ ეს არის პოლიტიკური გაადაწყვეტილება.

“დაზარალებული თუ გარდაიცვლებოდა ან რამე, ამ ლოგიკით, შესაძლოა, წარდგენოდა მკვლელობის მცდელობის მუხლი. ყველა მხრიდან იყო ზეწოლა, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც. თქვენ მოისმინეთ ჩემი კოლეგის კომენტარიც და პოლიციაზე თავდასხმა არ ყოფილა. იყო თუ არა პოლიციელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეგეც არ იცოდა, რადგან ფორმა არ ეცვა და არც წიგნაკი წარუდგენია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაესიზმრებოდა, რომ ის პოლიციელი იყო. აქამდე ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა ვიტყვი და ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმაც განაცხადა, მე ვისაც უნდა დავუპირისპირდე დაცვის თანამშრომელს, ის არის ზვიად მესხი და ჩემი შვილიც ზვიად მესხია, უბრალოდ, ზვიად მესხმა ფეხქვეშ გაიგდო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ცემდა. ამის მტკიცებულებას წარვადგენთ.

შს მინისტრმა აბსოლუტურად კანონიერი  და სწორი განცხადება გააკეთა. მე 20 წელი ვმუშაობდი შსს-ში და პირველი მე ვარ პოლიციის დამცველი, მაგრამ მან არა თუ არ იცოდა, რომ პოლიციელის თანამშრომელი იყო და ეს იყო უბრალოდ, გაშველების დროს მიღებული დაზიანებები და თუ რა გახდა ამ გაშველების მიზეზი, ამის მტკიცებულებებს მოვიპოვებთ ჩვენ და წარვადგენთ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებს ბრალს – ქონდა დანა და მოგერიების მიზნით იქნევდა. თორემ ის არ აღიარებს, რომ ვინმესთვის განზრახ დაზიანების მიყენება სურდა. ის თავს იცავდა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყევტილება. მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლო. ვბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც გარედან ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. გადაახვიეთ და „პალიტრანიუსში“ ნახავთ, რომ გუშინ კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა თქვა, რომ სასამართლო თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, დაიწყებოდა აქციები”,-აცახდებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....