ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივდიოდი და უცებ გაჩნდა ცეცხლი”: ვაჟა-ფშაველაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ამ წუთებში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო “დელისთან” BMW-ს მარკის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია და სახანძრო ბრიგადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მანქანა გაზზე მუშაობდა. თუმცა, როგორც მძღოლმა თქვა, მისი მანქანა ბენზინზე მუშაობს.

“მივდიოდი და უცებ გაჩნდა ცეცხლი, არვიცი რა მოხდა” – ამბობს მძღოლი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მანქანის დაწვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა თბილისში.

იტვირთბა....