ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორია ნუცუბიძის ფერდობზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნუცუბიძის ფერდობზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელმა ნატო ხურციძემ „მეტრონომთან“  განაცხადა. მისი თქმით,  გუშინ ნუცუბიძის ფერდობზე დაჭრილი მამაკაცი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და  ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„ზოგადად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დინამიკა დადებითია. ჯერჯერობით პაციენტი კვლავ იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში და ის დაკვირვების ქვეშაა“, – განაცხადა ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან,  26 წლის მამაკაცს 4-ჯერ ესროლეს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებში უტარდება. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით დაჭრილს სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება, დაკარგული აქვს დიდი რაოდენობით სისხლი და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების და და იარაღის უკანონო ტარების მუხლებითაა დაწყებული.

იტვირთბა....