საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ სარფში საპროტესტო აქცია დღეს გაიმართა, აქციის მონაწილეები ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ.