ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სადისტრიბუციო მანქანების ღამით მოძრაობის გრაფიკის შესათანხმებლად შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში  მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს.

მერის მოადგილემ მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა ახალმა გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და უფრო მეტად შუწყოს ხელი ქალაქში არსებული მოძრაობის განტვირთვას.

“შევჯერდით ძირითად მიმართულებებზე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის ინიციტივით დედაქალაქის მთავრობა საცობების შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. ღონისძიებები ეხება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათების დადგენას, ასევე, ნარჩენების გატანისა და სამარშრუტო ტაქსების
სწორი მოძრაობის რეგულირებას.

იტვირთბა....