“მეტრონომი”: საკრებულოდან
”ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც მერიის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ, შეადარა წინა ხელისუფლებისა და ახლანდელი ხელისუფლების დროს მერიისა და მაღალჩინოსნების ხელფასები. მისი თქმით, ახლანდელი მერი კახა კალაძე ხელფასის სახით 38 ათას 160 ლარს იღებს, პრემია-დანამატს კი არ იღებს, ხოლო ყოფილი მერი გიგი უგულავა 95 ათას ლარს იღებდა წელიწადში.
ზარქუამ აღნიშნა, რომ ვიცე-მერობისას სევდია უგრეხელიძე 89000 ლარს იღებდა. ახლანდელი ვიცე მერი კი ჯამურად 75 ათას ლარს იღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში ყოფნისას ხელფასსაც იღებდა, დანამატსაც და პრემიასაც.
მისი თქმით, ხაბეიშვილი 8 თვეში ჯამში 35 ათას ლარამდე ხელფასს იღებდა. ხოლო ახლა ვინც ამ პოზიციაზეა, 28 000 ლარს იღებს. ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე მერიის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია.
ავტორი: ნინო ცხადაია