ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სამხედრო მანიაკი“ უწოდა. ამის შესახებ კორეის მუშათა პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
„მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ძალიან ღელავს იმაზე, რომ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა ყოვედღიურად უარესდება. მას აქვს ამერიკის ბირთვული ღილაკი. საქმე იმაშია, რომ თუ ტრამპისნაირ ბებერ, მარაზმით შეპყრობილ ადამიანს მარტოს დატოვებ, წარმოუდგენელი კატასტროფა შეიძლება მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კორეის მუშათა პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ფხენიანის ბირთვული პოტენციალის სიძლიერეში.
„დღე, როდესაც ამერიკა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს გააჩაღებს, აშშ-სთვის უკანასკნელი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.