ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის რადას შენობასთან შეტაკება მოხდა

უკრაინის რადას შენობასთან საპროტესტო აქცია “სტოპ რევანშის” მონაწილეებსა  და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.  აქციის მონაწილეები პარლამენტისგან დონბასის რეინტეგრაციისა და რუსეთის აგრესორად ცნობის შესახებ კანონის მიღებას ითხოვენ.

მათ  ავტომობილის საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და ცეცხლში რუსეთის დროშა დაწვეს. ძალოვნებს ამ ქმედების აღკვეთა უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგანაც მომიტინგეებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კიევის ცენტრშ წესრიგს 4000-მდე პოლიციელი იცავს. რაც შეეხება დაზარალებულებს, უკრაინის შსს-ს ცნობით დაშავდა 1 პოლიციელი.

გარდა მთავარი მოთხოვნებისა, მომიტინგეები ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონის მიღებასაც ითხოვენ, სადაც ვენეციის კომისიის შენიშვნები იქნება გთვალისწინებული.

იტვირთბა....