ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბასიანის” საქმე: ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელი გაშველებისას დაშავდა

კლუბ “ბასიანთან” პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის ადვოკატი ზაზა მესხი ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომლები ურთიერთშელაპარაკების დროს, გაშველებისას დაშავდნენ და მათი დაჭრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებში არ შედიოდა. მისი თქმით, მალე ხელთ ექსპერტიზის დასკვნა ექნებათ და საქმეზე სრული ჭეშმარიტება დადგინდება.

“მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ორი პიროვნებაა დაჭრილი.  პოლიციელებს  სხეულის დაზიანება მიღებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაშველების შედეგად. არც ერთი ჭრილობა შემავალი არ არის. ვიზულური დათვალიერებითაც ჩანს, რომ  უბრალოდ დასერილი აქვთ.

ჩვენ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გვინდა, რომ საქმეზე დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება”,-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

იტვირთბა....