ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, 60 – დაშავდა.
რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
წინასწარი ვერსიით, აეროპორტს თავს დაჯგუფება „ალ-ბაქარას“ მებრძოლები დაესხნენ, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.