ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა გამოქვეყნდა. კითხვაზე როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ კარგად, 53% – საშუალოდ, 32% – ცუდად, 2% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

იტვირთბა....