საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. სააკაშვილი პირველად დნეპრს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და მხადამჭერებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ტელეკომპანია news one-ის პირდაპირ ეთერში მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ეძებს ახალ ადამიანებს, რადგანაც ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოახდინოს.
„ჩვენ ვეძებთ ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვახდინოთ. აქ ძალიან ბევრ საინტერესო, მშრომელ ადამიანს შევხვდით, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად. შეხვედრაზე გამოცდილი პოლიტიკოსები და ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ.
ეს არ იყო ანტიკორუფციული ფორუმი, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კონკრეტული წინადადებები, გამოცდილება და მებრძოლები არიან. მათ აღარ აქვთ დრო, რომ კიდევ 2 წელი მოიცადონ და ხელისუფლების მორიგი გადანაწილების მოწმეები გახდნენ. ხალხი გაბრაზებულია და მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.