აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მმართველი გუნდი ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მას ამ თემაზე მეტად სხვა თემები აინტერესებს.
„მე ეს თემა მაინტერესებს, მაგრამ ამ თემაზე ძალიან სხვა თემები მაინტერესებს. ანუ ეს არ არის ჩემი დღის წესრიგის საკითხი. მე უფრო ჩემი მოქალაქეების პრობლემები მაინტერესებს,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.
„არის გარკვეული კითხვის ნიშნები. ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედური ანგარიში ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ველოდებით კიდევ შემდგომ ნაბიჯებს. იმ ეტაპზე რაც ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო ის შედეგები რაც გაასაჯაროვა შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებამ,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა თბილისს მოუწოდა საფუძვლიანად გამოიძიოს აღნიშნული საქმე.