ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე:“ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა“

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობა განიხილავს პრეზიდენტის შენიშნვნებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს. ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება – დაახლოებით 50 მილიონდე მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

იტვირთბა....