ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში არ შემოუშვეს

კიევის ყოფილი მერი საქართველოში არ შემოუშვეს. ამ ინფორმაციას ლეონიდ ჩერნოვეცკი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ წლის დასასრული ასეთი სევდიანი ინფორმაციით „აღვნიშნეთ“! სამედიცინო მომსახურება ისაა, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება და ძალიან ცუდია, რომ ქართველებს ხშირად არ აქვთ ფული სამედიცინო შემოწმების დროულად გასავლელად, მაშინაც კი, თუ მკურნალობა სასწარაფოდ ესაჭიროებათ!
სწორედ ფინანსების უქონლობის გამო, მათი სენი უკურნებელ ან რთულად სამკურნალო სტადიებში გადადის, ხშირად, ეს მათი სიკვდილის მიზეზიც კი ხდება!
განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებები, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და გულწრფელად მინდა ვისურვო, რომ საქართველოშიც ასე ხდებოდეს!“

შეგახსენებთ, რომ ჩერნოვეცკი საქართველოს მოქალაქეა, მან საქართველოში პოლიტიკური პარტია ,,ბედნიერი საქართველო” ჩამოაყალიბა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო, 2015 წლის დეკემბერში განცხადება გააკეთა, რომ ის უარს ამბობს ბიზნესსაქმიანობაზე. 2017 წლის 14 ივლისს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაზე ედავებიან, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

იტვირთბა....