ახალი ამბები მთავარი სამართალი

საფრანგეთში პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომლებმა ციხეების ბლოკირება დაიწყეს

საფრანგეთში პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომლებმა ციხეების ბლოკირება დაიწყეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ისინი  უსაფრთხოების დაცვის ზომების გაძლიერებას მოითხოვენ.

ამის მიზეზი კი, გასულ კვირას ციხეში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც  სამ ზედამხედველს თავს მსჯავრდებული დაესხა და დაჭრა. თავდამსხმელი სასჯელს ტუნისში 2002 წელს სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმისთვის იხდიდა.

ვანდენ-ლე-ვეის ციხეს ალყა 100-მა ზედამხედველმა შემოარტყა. ქალაქ ფრენში პენიტენციური ცენტრის 150 თანამშრომელი კი ბარიკადებზეა შეკრებილი. საპროტესტო აქციები ასევე იმართება მარსელში, სადაც 50 ადამიანს ბომეტის ციხის შესასვლელი აქვს გადაკეტილი.

პროფკავშირების წარმომადგენლები განსაკუთრებით უკმაყოფილოები არიან ვანდენ-ლე-ვეის ციხის ხელმძღვანელობით, რომელმაც ზედამხედველობის რეჟიმი შეასუსტა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების დირექტორი გადადგა. ციხეში იუსტიციის მინისტრს ნიკოლ ბელუბესაც ელოდებიან.

იტვირთბა....