რუსეთში, ქალაქ პერმში ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა 8 მოსწავლე და მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა. ამასთან, ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტომასალა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, მასწავლებელის და 16 წლის მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, მათ ოპერაცია უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
პოლიციამ თავდამსხმელები უკვე დააკავა.
თავდამსხმელები სკოლის მოსწავლეები არიან.