ახალი ამბები მთავარი სამართალი

კლინიკის მენეჯერი: „ხაშურის საავადმყოფოში გუშინ ოთხი ახალგაზრდა შემოიყვანეს“

ხაშურის კლინიკის მენეჯერის თემურ მძინარაშვილის განცხადებით, წუხელ საავადმყოფოში ოთხი ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც ორი მათგანი მალევე გაწერეს, ხოლო ორი არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

„გვიან ღამით, ხაშურის საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ოთხი ახალგაზრდა შემოიყვანა. ორ მათგანს მცირე დაზიანებები ჰქონდა, დახმარება აღმოვუჩინეთ და მაშინვე გავწერეთ. რაც შეეხება დანარჩენ ორ ახალგაზრდას, ორივე მათგანი ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მათგან ერთ-ერთის მდგომარება შედარებით მძიმეა. იგი წუხელ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ოპერაციას, ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუს არეში მიყენებული ჭრილობის გამო გახდა აუცილებელი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“  თემურ მძინარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნები ხაშურის ცენტრალურ კლინიკაში არინ გადაყვანილი და ისინი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  19 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....