გარდაბანში, 14 წლის გოგონამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი მშობლებმა სახლში უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.