გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული ცერემონიის მონაწილეებს მიმართა.
„ქართული დროშა დღეს იქ, იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს იმიტომ, რომ არ გატყდა სული არც ანწუხელიძისა და არც გაბისიკირიასი,“
საოკუპაციო ხაზთან ახლოს სახელმწიფო დროშა დღეს იუნკერებმა აღმართეს. ჰიმნი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, საკუთარი სახლის აივნებიდან დროშები გადმოფინონ.
„დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა და ქართული დროშა დღეს იქ, იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს იმიტომ, რომ არ გატყდა სული, არც ანწუხელიძისა და არც გაბისკირიასი. გილოცავთ, ქართული დროშის დღეს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.