შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.