ახალი ამბები მთავარი სამართალი

თარხნიშვილი: “აფგან მუხთარლის საქმე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვინ არის ამაში დამნაშავე, რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს არ მომხდარიყო, ან რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ ეს გამოეძია. ამ კითხვებზე პასუხი არ არის და შესაბამისად, კითხვები ექნება არამხოლოდ ამერიკის ადმინისტრაციას, არამედ კითხვები აქვს საქართველოს მოსახლეობასა და საზოგადოებას. სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობას ამაში გარკვეული ხელი ურევია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე და არამხოლოდ პარტნიორებთან, არამედ გლობალურად. ამასთან, ეს პრობლემას ქმნის საქართველოს უშიშროების მხრივ, უსაფრთხოების სისტემის მხრივ და რა ხდება საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში ამის სამწუხარო მაგალითები უკვე გვქონდა საქართველოს საზოგადოებას ბოლო ორი თვის განმავლობაში”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

იტვირთბა....