ესპანეთში ძალოვანებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები არიან.
ეჭვმიტანილებს გამოძიება ძალის გამოყენებით 6 საცხოვრებელი ბინის ძარცვას ედავება.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ორი დანაშაული ქალაქ ალიკანტეში ჩაიდინეს, ხოლო 4 მადრიდში.
როგორც ესპანური მედია იუწყება, საქართველოს მოქალაქეების დაკავება 28 დეკემბერს ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის შემდეგ დაიგეგმა.
მაშინ სამართალდამცველებმა მძარცველების ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს და დიდი რაოდენობით თანხმა და ძვირფასეულობა ამოიღეს.