ჩეხეთში ორი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. კენჭისყრა გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განახლდა.
პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 9 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მთავარ პრეტენდენტებად მოქმედი პრეზიდენტი ზემან მილოში და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი – ირჟი დრაგოში მიიჩნევიან.
სკანდალური გამოდგა მილოშ ზემანის საარჩევნო უბანზე გამოჩენა. პრეზიდენტს შეძახილებით “პუტინის მონავ” ნახევრად შიშველი აქტივისტი დაესხა თავს და ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდა.
პოლიციამ აქტივისტი 48 საათით დააკავა და ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.