ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში სომეხ ბიზნესმენს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს

ოზურგეთში სომეხ ბიზნესმენს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელმა მამაკაცისგან 30 ათასი ლარი წაიღო. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. სამართალდამცველები ამჟამად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

იტვირთბა....