ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო.