ახალი ამბები მთავარი სამართალი

გია ვოლსკი: „საპატრიარქო მნიშვნელოვნად იმეორებს პარლამენტართა გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულებას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ არსებულ კანონპროექროექტსა და ამ თემაზე საპატრიარქოს პოზიციაზე საუბრობს.

როგორც „მეტრონომს“ ვოლსკიმ განუცხადა, მუშაობა მიმდინარეობს და იმისი სურვილი, რომ საპატრიარქოსთნ კონსულტაციებს სკანდალური შეფუთვა გაუკეთდეს არასწორია.

„საპატრიარქო ნარკოპოლიტის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მნიშნელოვნად იმეორებს პარლამენტართა გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულებას. მე ამ კანონპროექტის პათოსს უფრო რაციონალიზმში ვხედავ, ვიდრე ლიბერალიზაციაში. კონკრეტულად, ლიბერალიზაცია ისეთი ადამიანების მიმართ უნდა მოხდეს, ვინც ამ მძიმე სენითაა დაავადებული. დაუშვებელია დაავადებული ადამიანი ციხეში ხვდებოდეს. თუმცა, რაციონალიზმში მე ვგულისხმობ, რომ კრიმინალის მიმართ რაციონალური მიდგომა უნდა იყოს. არ შეიძლება, ადამიანს ერთჯერადი გადაცდომისთვის ისეთივე პასუხისმგებლობა დაეკისროს, როგორც გავრცელებაში შემჩნეულ პირს. მუშაობა მიმდინარეობს და იმისი სურვილი, რომ საპატრიარქოსთნ კონსულტაციებს სკანდალური შეფუთვა გავუკეთოთ არასწორია“.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა  მოეწყოს ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ”.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში არ იქნეს მიღებული.

იტვირთბა....