კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შექმნილ სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, დაუშვებელია მედიამ და პოლიტიკოსებმა ამ თემით მანიპულირება სცადონ, რადგანაც რეგიონი საკმაოდ ფეთქებად სიტუაციაში იმყოფება.
არეშიძე აცხადებს, რომ პანკისში შექმნილი სიტუაციით ყველა სარგებლის ნახვას შეეცდება, ეს იქნება როგორც პოლიტიკური ქულების დასაწერად, ასევე სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად. არეშიძე ფიქრობს, რომ პანკისის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნებიც შეეცდებიან. ესენი შეიძლება იყვნენ, როგორც რუსეთი, ასევე თურქეთი.
„პანკისის თემის ნეგატიურ კონტექსტში გამოყენებას უცხოურ მედიაში რუსეთი პირველ რიგში შეეცდება. იქ მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის მსჯელობის საგანი გახადოს და დაუმტკიცოს ყველას, რომ პანკისი არც თუ ისე სახიფათო ხეობაა, ხოლო მისი კონტროლი საქართველოს არ შეუძლია.
ვიღაც რადიკალური ისლამისტები კი შეეცდებიან, რომ ადგილობრივების განწყობაზე იმოქმედოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყონ. მაგალითად თურქული მხარე შეიძლება შეეცადოს ინფორმაციის გავრცელებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პანკისში მცხოვრები ჯგუფი, მათ ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს ამზადებს. ხეობაში არსებულ სიტუაციას და ადგილობრივების განაწყენებას ყველა სათავისოდ გამოყენებას შეეცდება.
ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკა შეიძლება მივიღე პანკისთან მიმართებაში გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რადგანაც თუ ამ ხეობის მაცხოვრებლებს რამე დაუშავდათ, ეს მათი დამსახურებაა, რადგანაც უამრავი ახალგაზრდა გაწირეს. 2012 წლის იანვრიდან მარტამდე სააკაშვილის ხელისუფლებას ჩეჩენი ახალგაზრდები ჩამოჰყავდათ და რატომ ამზადებდნენ კაცმა არ იცის.
საბოლოო ჯამში ყველას სალაპარაკო მისცეს და ახალგაზრდებიც მიწაში ჩააწვინეს. ამიტომ მათ რაიმეზე საუბრის უფლება ნაკლებად აქვთ“,-ამბობს არეშიძე მეტრონომთან.
მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. არეშიძე ფიქრობს, რომ მათ ხეობაში მცხოვრები ხალხი უნდა დაარწმუნონ და გაარკვიონ სინამდვილეში იქ რა მოხდა და რატომ იყო აუცილებელი ასეთი უკიდურესი ზომების გამოყენება.
არეშიძე ფიქრობს, რომ პანკისში ჩასვლა აუცილებელია, თუმცა ეს პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილია და პრემიერის იქ ჩასვლა გამართლებული არ იქნება. კონფლიქტოლოგი თვლის, რომ თუ დადგინდა მაჩალიკაშვილი დამნაშავე არ იყო, ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდას და სამძიმრის თქმას წინ არაფერი არ უდგას.
არეშიძე ამბობს, რომ როგორც ცენტრალური, ასავე ადგილობრივი ხელისუფლების წევრების პანკისში ჩასვლა არა მხოლოდ მააჩალიკაშვილების ოჯახში უნდა მოხდეს, არამედ თემთან მუშაობა უნდა მოხდეს და მათ კონკრეტულად უნდა დაელაპარაკონ. ექსპერტის განცახდებით, პანკისის თემი წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგანაც გარკვეული სახის წეზოლას განიცდიან, რადგანაც მათ ყველა თავისი ინტერესებისთვის იყენებს.
„ამერიკის და რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ტერორისტთა სიაში, როგორც წესი 5 პანკისელი მაინც ფიგურირებს. ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხალიფატის რიგებში და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში იბრძოდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანკისი ტერორისტების ბუდეა.
ხეობაში სხვა ადამაინებიც ცხოვობენ, რომლებსაც სხვა მიდგომები აქვთ. ეს ადამაინები აფხაზეთის და 2008 წლის ომში იბრძოდნენ. მათ საქართველოს გულისთვის არა ერთი ვაჟკაცი შეუწირავთ. საკმაოდ პატრიოტი ხალხია და მათ მიმართ მედიაში ძალიან არასწორი აქცენტები კეთდება. პანკისის დისკრედიტაცია პირველრიგში იმიტომ ხდება, რომ ჩვენმა მტრებმა იციან, ხეობის მოსახლეობის გამოყენება ჩრდილო კავკასიაში ხიდის გასადებად შეუძლია, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ ეს ხალხი ყველას თვალში დისკრედირებული იყოს“,-აცხადებს არეშიძე „მეტრონომთან“.
მისივე განცახდებით, არსებობს ძალები, რომლებიც პანკისის ხეობის მოსახლეობის განაწყენებას უფრო ცეცხლს უნთებს. არეშიძე არ თვლის, რომ ყველა პანკისში დაკავბული ბრალდებულები ჩატაევს ჩახუტებით იცნობდნენ, თუმცა კონფლიქტოლოგი თვლის, რომ ეს ადამიანები მის ჯგუფთან კონტაქტში, რომ იყვნენ ეს ყველა ღია თუ დახურული წყაროებით მტკიცდება. არეშიძე ამბობს, რომ ყველა დაკავებულის „ფეისბუქ“ გვერდს თუ გადავხედავთ, მათ შეხედულებებს აუცილებლად მივხვდებით.
შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა გუშინ დაკრძალეს.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი