ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტი ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე უნდა ჩასულიყო. მის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის საელჩოს ახალი შენობის „დიდი გულშემატკივარი არ არის”.

„მიზეზი, რის გამოც ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, ის არის, რომ არ ვუჭერ მხარს ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? არა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე”.

2017 წლის იანვარში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონში ჩავიდა. ტრამპმა მეისგან დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მიპატიჟება პრემიერ-მინისტრის აღნიშნული სტუმრობის დროს მიიღო.

იტვირთბა....