ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამისთვის გამაჩერეთ?”: ივანიშვილს მაჩალიკაშვილზე დასმული კითხვები არ მოეწონა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალისტებს შენიშვნა მისცა: “რა დიდი საქმე თქვენ გქონდათ, ამისთვის გამაჩერეთ?”

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი  მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად პროფესორ და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის დაკრძალვას ესწრებოდა.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.

 

იტვირთბა....