ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, 12 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში “ნატბეურების” დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....