აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შსს-ც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ლევან მასიურაძე საკუთარი სურვილით, უწყებაში საქმინობას აღარ გაგრძელებს.
მაისურაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2017 წლის 7 ივნისიდან იკავებდა. მანამდე კი ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო უფრო ადრე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.
ლევან მაისურაძემ აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვალა, რომელმაც ბათუმში, 11-12 მარტის არეულობის შემდეგ, რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.