სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლებას აგრესიისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ბიბილოვით თქმით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცეგოვინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რადგან “რესპუბლიკის დღის” აღსანიშნავად იქ ბიბილოვი გაემგზავრა. ”
“მე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება ვნახე, ის ამავდროულად ბოსნია-ჰერცოგოვინაშია ქვეყნის წარმომადგენელია. ვიზიტზე მწვავედ რეაგირებენ. გამწვავება კი არა, ბოდიში აქვთ მოსახდელი იმისთვის რაც გააკეთეს,” – განუცხადა რუსულ გამოცემას სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.
თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი არ იყო ოფიციალური; რომ ქართული მხარე ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდა ბოსნია-ჰერცეგოვინის მხარეს, რომელიც არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყნაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით და არნისნეს, რომ არანაირი ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა და ვერც ექნებოდა.