ახალი ამბები კულინარია მთავარი საზოგადოება

ხვალ: ტრადიციული და კრეატიული ქართული პროდუქტები საშობაო ბაზრობაზე

ხვალ, ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, საშობაო ბაზრობა გაიმართება.

ასოციაციის დირექტორის, ირინე ფხოველიშვილის განცხადებით, ბაზრობა თბილისში, ჭანტურიას ქ. N6-ში, კაფე კალიფსოს შენობაში, 11:00 საათზე დაიწყება.
,,მომხმარებელთა თხოვნით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ფერმერი და შემოქმედი ქალები კვლავ წარმოადგენენ ტრადიციულ და კრეატიულ ქართულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და საახალწლო აქსესუარებს. მომხმარებელს ექნება საშუალება, დააგემოვნოს და პირადად მწარმოებლებისგან შეიძინოს ქართული და საქართველოში წარმოებული პროდუქცია”, – განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

knews.ge

იტვირთბა....