ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სუბარი: “სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე”

განსახლებისა და დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ის მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა.
.
“სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ვიდრე გამოძიება არ იქნება, ჩემგან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად, მგონია, ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს”, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში”, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა თავში დაჭრეს. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის მომენტში მაჩალიკაშვილის ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა. ოჯახი და მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა თან არ ჰქონია და სუს-ს ტყუილში ადანაშულებს.

იტვირთბა....