“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე, პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება: „შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც გასაგებია, თუმცა გაუგებარია პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი თემებით სპეკულირება“
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურებს მოქმედებებისას აქვთ ერთადერთი მიზანი, დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამიტომ მათ საზოგადოებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ.
„რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს პარლამენტარი მამუკა მდინარაძემ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.